logo
ENG



"მზად ვართ, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის" - სიიარტო კულებასთან შეხვედრაზე

30 იან 202410:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/30/j8tiq21i9olawqg.jpg

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უნგრული მხარე მზადაა, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის უკრაინასთან ერთად.

"აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ აღვადგინოთ ნდობის ატმოსფერო ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით იმედის მომცემი ნაბიჯები გადავდგით. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ბევრი სამუშაო იქნება, მაგრამ უნგრეთის მხრიდან ჩვენ მზად ვართ, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის.

მოლაპარაკებებზე დროის ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დავუთმეთ. ვთხოვთ უკრაინის მთავრობას, უზრუნველყოს ის უფლებები, რომლებითაც უნგრული უმცირესობის წარმომადგენლები 2015 წლამდე სარგებლობდნენ. ვიმედოვნებთ, რომ შედეგი იქნება მიღწეული და მიღწეული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული იქნება კანონმდებლობაში", - თქვა სიიარტომ.

სიიარტო უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გუშინ ჩავიდა. ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკსაც შეხვდა. სიიარტოსა და კულებას შორის მოლაპარაკებები 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.


close დახურვა